2023 წლის 1 თებერვალს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გრიგოლ კალანდაძემ და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა, პროფესორმა ზოია ადამიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში "Erasmus+"-ის ინსტიტუციური განვითარების მე-3 მიმართულების (სტრუქტურული რეფორმების პროექტები) ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს.
კონსორციუმში ჩართულია საქართველოს, საბერძნეთის, უკრაინის, გერმანიისა და ირლანდიის სხვადასხვა უნივერსიტეტი, ასევე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროექტის განხილვის შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კონსორციუმის საქმიანობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ჩაერთვება.