2019 წლის 15 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩატარდა.
საჯარო ლექციას უძღვებოდა მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ დამფუძნებელი დირექტორი ნინა კეკელიძე.
„მე მინდა და მესმის შენი“. ასეთი იყო ლექციის სახელწოდება, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ემოციური ინტელექტი - გზა პირადი და პროფესიული წარმატებისაკენ. თვითცნობიერება, თვითრეგულაცია, ემპათია, სოციალური უნარები და მოტივაცია - ეს ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაც ისაუბრეს საჯარო ლექციაზე.
დაისვა მრავალი შეკითხვა: ვინ ვარ მე? რა მინდა და რა არ მომწონს? რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ვიყო ზუსტად ისეთი როგორიც მე მინდა რომ ვიყო? რამდენად სწორად მივყვები ჩემს მიერ არჩეული ცხოვრების მიზანს? და გაეცა ამომწურავი პასუხები.
ეს დღე იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და მრავალპროფილიან ტურისტულ კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და „აღმოაჩინე საქართველოს“ დამფუძნებელმა დირექტორმა ნინა კეკელიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება სამეცნიერო კვლების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ, აგრეთვე სტუდენტთა პრაქტიკასა და სხვადასხვა აქტივობებს.