2018 წლის 7 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებთან სისტემატური შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება. ამასთან ერთად, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკული სწავლება გაიარონ ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე „ნოტარიუსის როლი და მნიშვნელობა“.
დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასწავლო ლაბორატორიები.