ახალი ამბები

გთუნიში C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის სკრინინგი ჩატარდა

2 აპრილი 2019

დღეს, 2019 წლის 2 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის სკრინინგი ჩაატარეს.

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს გთუნის სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების პრევენცია.


იხილეთ ფოტოგალერეა...