დღეს, 4 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტი გაიხსნა.
ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის გახსნა მიზნად ისახავს ქართველი და უკრაინელი ხალხის კულტურათაშორისი დიალოგისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებების გაძლიერებას.
ღონისძიება გახსნა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა. სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის კანცლერი ელისო ელისაშვილი და ფილოლოგიის დოქტორი, კვლევითი მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი, ქართულ-უკრაინული ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი ზოია ადამია.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ტატიანა კოლოტილოვა; უკრაინული დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში ვალენტინა მარჯანიშვილი და ა.შ.