გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის, დოქტორ რაინჰარდ პაულინგის სალექციო კურსი მიმდინარეობს.
სალექციო კურსის სახელწოდებაა „ევროპული სამართალი“ და მოიცავს ევროპული სამართლის შემდეგ საკითხებს:
- ლისაბონის ხელშეკრულება (ძალაუფლების ბალანსი, უფლებათა დელიგირება, გადაწყვეტილებათა დეფიციტი);
- ევროკავშირის პოლიტიკა - შიდა ბაზარი, უსაფრთხოების და თავდაცვის ზოგადი პოლიტიკა და საგადასახადო სისტემა.
სალექციო კურსი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და მიმდინარე კვირის ბოლომდე გასტანს.