დღეს, 2019 წლის 31 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკა იხსნება.
კლინიკის მიზანია:
- ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება;
- დაეხმაროს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
იურიდიული კლინიკის ტრენერ-ადვოკატები უფლებამოსილნი არიან:
- სტუდენტებთან ერთად განახორციელონ სასამართლო წარმომადგენლობა და დაიცვან მოქალაქის ინტერესები სასამართლო, სახელმწიფო და თვითმმართველობით ორგანოებში;
- კლინიკის ადვოკატები უსასყიდლოდ დაეხმარებიან მოქალაქეებს იურიდიული დოკუმენტაციის, სარჩელის, საჩივრის, განცხადებების შედგენა-მომზადებაში.