დღეს 2018 წლის 10 აპრილს Erasmus+ პროექტის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სალექციო კურსები დაიწყო.
ამჯერად სალექციო კურსებს ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.
სასწავლო კურსები ორი მიმართულებით წარიმართება:
- „ფინანსური ბუღალტერია“ - ერვინ ტვინი, ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები);
- „კრიმინოლოგიის კვლევის მეთოდები“ - პროფესორი ჯონ ვან რაი, ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები).
სალექციო კურსები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და 13 აპრილს დასრულდება.