ახალი ამბები

გთუნიში ონლაინ სწავლების პლატფორმა სრული დატვირთვით მუშაობს

19 მარტი 2020

დღეს უკვე მეოთხე დღეა რაც გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების ფორმატზეა გადასული და ონლაინ სწავლების პლატფორმა სრული დატვირთვით მუშაობს.

რეალურ დროში - "Live"-ში წარმართული ლექციები და ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე ატვირთული სასწავლო მასალები იძლევა იმის საშუალებას, რომ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, სახლიდან გაუსვლელად, მიეწოდოს საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსებით გათვალისწინებული სასწავლო მასალა.

„უნდა ითქვას, რომ ჩვენი უნივერსიტეტისათვის ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რთული არ ყოფილა. აკადემიური პერსონალის, სასწავლო პროცესის მართვისა და მეცნიერების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურების, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით ყველა პირობა შევუქმენით ჩვენს სტუდენტებს, რათა სასწავლო პროცესი ნორმალურ რეჟიმში გაეგრძელებინათ. ამიტომაც მადლობა მინდა ვუთხრა მათ გაწეული შრომისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის.

უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურა იძლევა იმის საშუალებას, რომ არც ერთ სტუდენტს სწავლის პროცესში პრობლემა არ შეექმნას.

მოგეხსენებათ, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული და ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ონლაინ სწავლება. თუმცა, უნივერსიტეტი მზადაა აღნიშნულ ფორმატში მთელი სემესტრის განმავლობაში იმუშაოს.“- ამბობს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.


იხილეთ ფოტოგალერეა...