2018 წლის 14 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა IX სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
სამეცნიერო კონფერენციაში უნივერსიტეტის ორმოცამდე სტუდენტმა, მათ შორის მაგისტრანტებმაც, მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილენი სხვადასხვა სექციების მიხედვით გადანაწილდნენ: სამართლის სექცია (კერძო და საჯარო სამართლის მიმართულებები), სოციალური მეცნიერებების სექცია (ჟურნალისტიკა, მასობრივი კომუნიკაცია), ფინანსების სექცია (ფინანსები, საბანკო საქმე) და ბიზნესის ადმინისტრირების სექცია (ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, ტურიზმი).
კონფერენციამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. იყო ორიგინალური, სიახლეებზე დაფუძნებული და კრეატიული მოხსენებები.
სტუდენტურ კონფერენციაზე დაწესებული ნომინაციები შემდეგი თანამიმდევრობით გადანაწილდა:
სამართლის ფაკულტეტი
კერძო სამართლის სექცია:
- „საუკეთესო პრეზენტაცია“ - თამუნა გოგოხია (თემა: „მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“).
საჯარო სამართლის სექცია:
- „საუკეთესო ნაშრომი“ - ეკატერინე ლაღიძე (თემა: "უდანაშაულობის პრეზუმფციის შედარებითი ანალიზი“);
- „ორიგინალური კვლევა“ - თამარ მაისურაძე (თემა: „კიბერდანაშაული“);
- „ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა“ - ნინო ბენიძე (თემა: „სასჯელის ცნება, მნიშვნელობა და სახეები“);
- „აქტუალური თემა“ - მარიამ წულუკიძე - (თემა: „არასრულწლოვანთა დანაშაულები“).
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
სოციალური მეცნიერებების სექცია:
- „საუკეთესო ნაშრომი“ - დავით დოლიძე - (თემა: „მასმედიის როლი სახელმწიფო ორგანოთა ფორმირებაში“);
- „საუკეთესო პრეზენტაცია“ - ზურაბ ხვიჩია, ანანო რუხაია - (თემა: „ევროპული ღირებულებები და იდენტობა საქართველოში ინტერკულტურული კომუნიკაციების ჭრილში“);
- „ორიგინალური კვლევა“ - ნათია ცაავა - (თემა: „მედია „გლობალური სოფლის“ კონტექსტში“);
- „აქტუალური თემა“ - სალომე ჯოლოგუა - (თემა: „კულტურის პრობლემატიკა ქართულ სატელევიზიო სივრცეში“);
- „ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა“ - თამთა ჟღენტი - (თემა: „სტუდენტური ჟურნალისტიკის ქართული ველი“).
ფინანსების სექცია:
- „საუკეთესო ნაშრომი“ - ნინო მჭედლიშვილი - (თემა: „კომერციული ბანკების მოგებისა და ეკონომიკის განვითარების განსხვავებული დონეების თავისებურებები საქართველოში“);
- „საუკეთესო პრეზენტაცია“ - ანა ჩატინიანი - (თემა: „ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე შეუძლებელია“);
- „ორიგინალური კვლევა“ - თამარ ნანსყანი - (თემა: „უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ფინანსური ინსტრუმენტების შექმნის მეთოდოლოგიური პრინციპები და თავისებურებები საქართველოში“);
- „აქტუალური თემა“ - როზა მახმუდოვა - (თემა: „მწვანე ეკონომიკა და მწვანე ბიზნესი“);
- „ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა“ - მარიამ კულდონაშვილი - (თემა: საბიუჯეტო მოწყობის განვითარების და წინააღმდეგობათა კანონზომიერება საქართველოში“);
ბიზნესის ადმინისტრირების სექცია:
- „საუკეთესო ნაშრომი“ - სალომე ბუსხრიკიძე - (თემა: „გლობალური ტურიზმი: ფაქტები, რეგიონული შედეგები“);
- „საუკეთესო პრეზენტაცია“ - ანი გაბისონია - (თემა: „მარკეტინგული კომუნიკაციები ვაჭრობის სფეროში“);
- „ორიგინალური კვლევა“ - ნინო ვარდანაშვილი- (თემა: „გლობალიზაციის გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ფორმირებაზე“);
- „აქტუალური თემა“ - თამარ ხოფერია - (თემა: „ელექტრონული ბიზნესი და მარკეტინგის ტრანსფორმაცია“);
- „ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა“ - სალომე ბუაძე - (თემა: „სასტუმრო ბიზნესის მნიშვნელოვანი ასპექტები“).