გუშინ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის სახელწოდება იყო „გლობალიზაცია და სამართალი“.
კონფერენცია რამდენიმე სექციად იყო დაყოფილი: საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი და კერძო სამართალი.
კონფერენციაზე სტუდენტებმა საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს და გარკვეულ თემებთან მიმართებაშიც საკუთარი პოზიცია და ხედვა შემოგვთავაზეს.
სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელეს.
- თეიმურაზ ხიდიშელი - „საუკეთესო ნაშრომი“;
- გიორგი აბეწვაშვილი - „საუკეთესო პრეზენტაცია“;
- ირაკლი ტალიკაშვილი - „ორიგინალური კვლევა“;
- ნინო აბჟანდაძე - „აქტუალური თემა“;
- ნინო ბენიძე - „ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა“.