გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტურმა სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა.
კონფერენციის სახელწოდება ოყო „ფსიქოლოგია XXI საუკუნეში: ფსიქოლოგიური კვლევები“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე დოქტორანტები.
კონფერენციამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.
სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური ნაშრომები.
კონფერენციის ფარგლებში დაწესებული იყო სხვადასხვა ნომინაციები.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინანტები ასე გადანაწილდნენ:
საუკეთესო ნაშრომი
- მარიამ ბერიძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი;
- ნინი შუკაკიძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი.
საუკეთესო პრეზენტაცია
- ლალი ჯგერენაია - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
- თამარ ნოზაძე; მარიამ მარგალიტაშვილი - სასულიერო აკადემია და სემინარია.
აქტუალური თემა
- მაკო გაგნიძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი;
- მანანა ბრეგვაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი.
პრაქტიკული მნიშვნელობა
- თეონა კოჭლამაზაშვილი - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
- მარიტა ჯობავა - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი.
ორიგინალური კვლევა
- თათია სამნიაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- გიორგი შარაშიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.