გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში თანამედროვე მენეჯმენტისა და პრაქტიკული მარკეტინგის მოკლე კურსების კიდევ ერთმა ჯგუფმა სწავლა დაასრულა.
აღნიშნული კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, რომლებიც მიიღებენ ცოდნას ამ სფეროში და ისწავლიან შეძენილი ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში, ასევე იმ პირებისათვის, რომლებსაც უკვე გააჩნიათ საბაზისო ცოდნა ამ მიმართულებით, აქვთ სურვილი გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ შესაბამის სტრუქტურებში.
აღნიშნულ კურსებს უძღვებოდნენ პროფესორები ლალი ჩაგელიშვილი და რუსუდან დალაქიშვილი.
მოკლე კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.