დღეს, 2022 წლის 7 თებერვალს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და გუდაურის ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს: პიროვნების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზებას, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პროფესიული მომზადების ხელისშეწყობას, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მათი დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების ხელშეწყობასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური კადრების მომზადებას.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ტურიზმის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პროფესიული პრაქტიკის გავლა გუდაურის ტურიზმის ასოციაციაში, მენტორის გამოყოფა და პრაქტიკანტის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა განსაზღვრა. სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გუდაურის ტურიზმის ასოციაციის თანამშრომელთათვის უფასო კონსულტაციებისა და ტრენინგ კურსების ორგანიზებას, საუნივერსიტეტო კონფერენციებში მათ მონაწილეობას და სხვა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და გუდაურის ტურიზმის ასოციაციის დირექტორმა ზურაბ ბურდულმა.