2016 წლის 18 იანვარს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტსა და ბოზენ/ბოლცანოს ევროპული აკადემიის პროფესორს, დოქტორ ჰერალდ პეჰლანერს მასპინძლობდა.
პროფესორი ჰერალდ პეჰლანერი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა და სამომავლოდ თანამშრომლობისა და ერთობლივი, საინტერესო შეთავაზებების თაობაზე ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბიბლიოთეკა დაათვალიერა.