ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობს

4 სექტემბერი 2017

2017 წლის 3 სექტემბერიდან 6 სექტემბრის ჩათვლით საქართველო ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIEST) ყოველწლიური რიგით 67-ე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობს.

კონფერენციის სახელწოდებაა „მდგრადი ზრდის ბიზნეს მოდელები ტურიზმის სფეროში“.

AIEST (International Association of Scientific Experts in Tourism) ტურიზმის პირველი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც 1951 წელს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული ტურიზმის განვითარების ტენდენციების მეცნიერულ კვლევებს ახორციელებს.

ორგანიზაცია მსოფლიოს 49 ქვეყნის მეცნიერ-ექსპერტს აერთიანებს. 2015 წელს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მაია უკლება ამ ორგანიზაციის მუდმივ წევრად აირჩიეს.

დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ კონფერენციის მონაწილეებს ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIEST) პრეზიდენტი ჰარალდ პეჰლანერი მიესალმა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ტურიზმის რეცნიერ-ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ქრისტიან ლასერმა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მაია უკლებამ, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

კონფერენციის მასპინძლებია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერიტეტი.


კონფერენციის მასალები იხილეთ:

https://www.aiest.org/conference/conference-2017-georgia/


იხილეთ ფოტოგალერეა...