ახალი ამბები

უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 მარტი 2016

დღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ასევე სტუდენტთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უზრუნველყოფს საჯარო ლექციების ჩატარებას როგორც უცხოელი ექსპერტების, ასევე აპარატის ხელმძღვანელი პირების მიერ; კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, წარჩინებული სტუდენტებისათვის ტრენინგების ჩატარებას; პრაქტიკაზე სტუდენტების გარკვეული რაოდენობის მიღებას და ა. შ.

თავის მხრივ უნივერსიტეტი შეარჩევს სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პრაქტიკის გავლის მიზნით; ჩაერთვება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საექსპერტო მხარდაჭერასა და მათთან თანამშრომლობით კვლევების განხორციელებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და სხვა.

მინისტრმა უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიები და სტუდიები დაათვალიერა.

ხელმოწერის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებს მიმართა და ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს ევროპული კუთვნილების თავისებურებებსა და პოლიტიკურ-კულტურულ საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.eu-nato.gov.ge/ge/news/6628


იხილეთ ფოტოგალერეა