ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მესამე რეგიონული სიმპოზიუმი ჩატარდა

25 მარტი 2016

2016 წლის 25 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მესამე რეგიონული სიმპოზიუმი "საკრუიზო ტურიზმი – მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში” გაიხსნა.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

სიმპოზიუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: საკრუიზო ტურიზმი: ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები; რეგიონული ეკონომიკის განვითარების საკითხები; დესტინაციების მდგრადი განვითარების პრობლემები; მსოფლიო ტურისტული ბაზრის განვითარების პრობლემები და ტენდენციები; ტურისტული მომსახურებების ბაზრის განვითარების რეგიონული ასპექტები; ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმის სფეროში; კვალიფიციური პერსონალი ტურიზმის სფეროში - აქტუალური პრობლემები და პერსპექტივები.

სიმპოზიუმი ტემპუსის პროექტის „კომპეტენციის ცენტრის ქსელი შავი ზღვის აუზის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებშივე შემუშავდა ტრენინგ კურსების მასალა და გამოვიდა შრომათა კრებული.


იხილეთ ფოტოგალერეა