2014 წლის 15 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა “TEMPUS”-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებს უმასპინძლა.
პროექტი მიზნად ისახავს: შვი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის კომპეტენციის ცენტრის კონცეფციის საბოლოო ვერსიის პრეზენტაციას; საკრუიზო ტურიზმის რეგიონული კვლევებისა და კონსალტინგის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციებს, მიმოხილვებსა და დისკუსიებს; პროექტში მონაწილე ევროპელ პარტნიორებთან ერთად პროექტის მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სტაჟირების დაგეგმვას; პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული სემინარების ორგანიზებასა და პროექტის მიმდინარეობის ცხრა თვის შედეგების შეფასებას.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გარდა აღნიშნულ პროექტში გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და უკრაინის თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის, ასევე შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია და ტურისტული კომპანიები იღებენ მონაწილეობას.
პროექტის იდეაა ე. წ. „ცოდნის სამკუთხედის“ - განათლება, კვლევა, ინოვაციები - გზით ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის, კერძოდ, კი საქართველოს ფართო ინტეგრაცია საკრუიზო ტურიზმის ბაზარზე.
საკოორდინაციო შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და საქართველოში TEMPUS-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა.
პროექტი 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება.