ერთი კვირის განმავლობაში ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორები ჩერეკ ბუსტრა და ჯონ ვან რიჯი ERASMUS + პროექტის ფარგლებში უძღვებოდნენ სალექციო კურსს.
ნიდერლანდელი პროფესორები არაერთ საინტერესო თემას შეეხნენ და ისაუბრეს ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა „პიროვნება, ლიდერობა და მენეჯმენტი“ და "ორგანიზებული დანაშაული“.
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.