დღეს, 2021 წლის 15 აპრილს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი სახელწოდებით ,,ჰეშკილის ქოხები" - შიდა ტურიზმის განვითარების ახალი ალტერნატივა სვანეთში.
ონლაინ ვებინარს უძღვებოდნენ ,,ჰეშკილის ქოხების” მეპატრონეები - მალალო გელოვანი და დავით ფილფანი.
სპიკერებმა ისაუბრეს ,,ჰეშკილის ქოხების" გაჩენის იდეაზე, შიდა ტურიზმის განვითარების ალტერნატიულ გზებსა და პანდემიის გავლენის თაობაზე. ასევე უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.