2022 წლის 19 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ქალბატონი ელი ელისაშვილი და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი ბალახაძე მიწვეულები იყვნენ HRPA• Georgia-ს პირველ მასშტაბურ ღონისძიებაზე.
GTUNI-თვის საამაყო ფაქტია, რომ უნივერსიტეტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით HR გუნდის განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის.
ღონისძიებას საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური კომპანიების 200-ზე მეტი HR პროფესიონალი და აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა.