დღეს, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და „ჰუალინგის სპეციალურ საერთაშორისო ეკონომიკურ ზონას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი, ასევე სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამებისა და ბიზნესის ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სტაჟირებას „ჰუალინგის სპეციალურ საერთაშორისო ეკონომიკურ ზონაში“.
ხსენებული კომპანია აქტიურად ჩაერთვება ჯიუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და შემუშავების პროცესში.
გარდა ამისა, თავის მხრივ, ჯიუ-ს სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან „ჰუალინგის სპეციალური საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მისასალმებელია, რომ აღნიშნული მემორანდუმი ორ მხარეს შორის ქმნის გრძელვადიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერმა ელისო ელისაშვილმა და „ჰუალინგის სპეციალური საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ დირექტორმა (დამფუძნებელმა) შაო სიაოწინმა.