2019 წლის 3 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
უნდა აღინიშნოს, რომ გთუნიში დამკვიდრებული სწავლების ასეთი ფორმა ხელს უწყობს სტუდენტთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზებას, უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებას, ასევე დარგობრივი კომპეტენციების ფორმირებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.
სასამართლო სხდომას, ექსპერტის სტატუსით, ესწრებოდა პროფესორი ნინო ბოჭორიშვილი, რომელმაც შეაფასა სასამართლო სხდომის მიმდინარეობა, პროცესზე წარმოდგენილი მხარეების მოქმედება და შესაბამისი მითითებებიც მისცა სასამართლო პროცესში მონაწილე სტუდენტებს.