კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

სასწავლო შეხვედრაზე, ლინგვისტურ ლაბირინთებში

29 აპრილი 2011

2011 წლის 29 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ძალზედ საინტერესო შეხვედრის თანამონაწილენი აღმოჩნდნენ.

სასწავლო შეხვედრის ფორმატში მათ ენათმეცნიერი და ცნობილი ჟურნალისტი ლევან ღვინჯილია ხვდებოდა.

იმ დღეს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, როგორც არასდროს, უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. სტუდენტები დიდი ყურადღებით უსმენდნენ სტუმრის გამოსვლას.

სასწავლო შეხვედრაზე ქართული ენის საფუძვლიან ცოდნას, ლინგვისტურ ლაბირინთებში საინტერესო და ისტორიული წიაღსვლებს, სალიტერატურო ენაში დღევანდელობისა და წარსულის პარალელებს ლევან ღვინჯილიასეული მოსწრებული და უზადო იომორით გაჯერებული ქართული გასდევდა.

ლევან ღვინჯილიამ სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და დაცვის აუცილებლობაზე.

სტუდენტთა აქტივობამ, სტუმრის საინტერესო და ლაკონურმა პასუხებმა კითხვა-პასუხის ფორმატში გადასულ შეხვედრას სხვა ხიბლი და კიდევ უფრო მეტი ლაზათი მისცა.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტთა განწყობა, მოწვეული სტუმრის მიმართ, ოვაციებსა და მხურვალე აპლოდისმენტებში გამოიხატა.