გუშინ ინგოლშტატის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ტურიზმის მიმართულების მაგისტრანტებმა ჯენიფერ ბუჩვალდმა და ჟულია ლანგმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო კურსი დაასრულეს.
გერმანელმა მაგისტრანტებმა ქართველი პროფესორების უშუალო ხელმძღვანელობით გაიარეს: მდგრადი ტურიზმის დესტინაციის მენეჯმენტი (პროფესორი მაია უკლება); კროსკულტურული ბიზნეს კომუნიკაციები (პროფესორი ინგა დიაკონიძე) და თანამედროვე მედია და საზოგადოება (პროფესორი მარინე ვეკუა).
შეგახსენებთ, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სამეცნიერო და აკადემიური კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.
საზეიმო ცერემონიალზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორა გიორგი მათიაშვილმა გერმანელ მაგისტრანტებს სასწავლო კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება.