ინგოლშტატის (გერმანია) კათოლიკური უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ორმა სტუდენტმა გთუნიში სასწავლო კურსი დაასრულა.
სასწავლო კურსი მიმდინარე წლის 5 მარტიდან დაიწყო.
გერმანელმა მაგისტრანტებმა ქართველი პროფესორების უშუალო ხელმძღვანელობით გაიარეს სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავდა: Sustainable Tourism Destination Management: Sustainable Destination Development; ETIS – European Tourism Indicator System for Evaluation of Destination Sustainability (პროფესორი მაია უკლება); Cross-Cultural Business Communication: Dimensions of Cross Cultural Communication; International Competence in Interpersonal Communication (პროფესორი ინგა დიაკონიძე) და New Media and Society: Mass Communication as whole System; New Media and Impact on Society (პროფესორი მარინე ვეკუა).
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის თებერვლის თვეში გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სამეცნიერო და აკადემიური კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.