გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტს (გერმანია) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სამეცნიერო და აკადემიური კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.
ამ დღეებში ინგოლშტატის უნივერსიტეტიდან ტურიზმის მიმართულების მაგისტრანტები გვეწვევიან და გთუნი-ში გაივლიან სასწავლო კურსს.
სასწავლო კურსის სახელწოდებაა:
- მდგრადი ტურიზმის დესტინაციის მენეჯმენტი;
- კროსკულტურული ბიზნეს კომუნიკაციები;
- თანამედროვე მედია და საზოგადოება.
გერმანელი მაგისტრანტები 5 მარტიდან დაიწყებენ სწავლას.