2017 წლის 13-17 მარტს Erasmus+ KA107 მობილობის პროექტის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ორი წარმომადგენელი: რექტორის მოადგილე, პროფესორი მაია უკლება და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ინგა დიაკონიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ პარტნიორ ინჰოლანდის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები). საქმიანი შეხვედრები შედგა ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის, ჰაარლემისა და ჰააგის სკოლებში, დაისახა და განისაზღვრა შემდომი თანამშრომლობის სფეროები და ეტაპები.
გთსუ-ს პროფესორებმა, Erasmus+KA107 მობილობის პროექტის გაცვლით ლექტორების სტატუსით, ინჰოლანდის უნივერსიტეტში წაიკითხეს შემდეგი სალექციო კურსები: 1. საქართველო, როგორც უნიკალური ტურისტული დესტინაცია (პროფ. მაია უკლება); 2. საქართველო - კულტურული იდენტობა და ევროინტეგრაცია (პროფ. ინგა დიაკონიძე).
2017 წლის აპრილსა და სექტემბერში იგეგმება ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა საპასუხო ვიზიტი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში.
შეგახსენებთ, რომ ამავე Erasmus+ KA107 გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ინჰოლანდის უნივერსიტეტში ერთი სასწავლო სემესტრით იმყოფება გთსუ-ს ოთხი სტუდენტი.
პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორების საერთაშორისო მობილობას 2017-2018 სასწავლო წელსაც.