სერტიფიკატები მსჯავრდებულებს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ნოდარ ჯავახიშვილი
ფარმსახლი, კომერციული დირექტორი
2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.
ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე მარკეტინგის ფაკულტეტი.
მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.
GTUNI ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.
გირჩევთ, ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ ამ უნივერსიტეტის სახელი.
განცხადებები
ახალი ამბები
მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
2011 წლის 16 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა პენიტენციალური სისტემისათვის მოკლე, სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის პირველი ეტაპი დაასრულა.
თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.
პროგრამის მეორე ეტაპი 2012 წლის თებერვლიდან განახლდება.
ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებ გვერდზე.