გასულ კვირას დასრულდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ინოვაციური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის ,,კარიერული სკოლა“.
პროექტი მონაწილე უფროსკლასელებმა, თავის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ბევრი სიახლე შეიტყვეს და ვფიქრობთ, სამომავლო არჩევანისათვის სწორი გადაწყვეტილების მიღების რეალური ცოდნა და ხედვაც შეექმნათ.
დღეს კი ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულმა და კონკურსში გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის სასწავლო პროცესის მიმართულებით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ სოფიკო თევდორაძის უშუალო ხელმძღვანელობით, კონკურსში გამარჯვებული პროექტით გათვალისწინებული ტურისტული ადგილები მოინახულეს: ღვინის აღმართი - ისტორიული სადარბაზო, სადაც მე-20 საუკუნის თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობაა შემორჩენილი ; დარეჯან დედოფლის სასახლე; მეტეხლის ეკლესია; სიონის საკათედრო ტაძარი; იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმს (ქარვასლა) ეწვივნენ და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ჩაიწერეს მეხსიერებაში.