2016 წლის 20 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა“? „სად“? „როდის“? გაიმართა.
თამაშში სულ სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული თოთხმეტი გუნდი იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრება ორ რაუნდად ჩატარდა.
უშეღავათო, მაგრამ ინტელექტუალური პაექრობა ღირსეულის გამარჯვებით დასრულდა და საბოლოოდ საპრიზო ადგილებიც შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი - გუნდი „ნიუს რუმი“ (ნუციკო კოროშინაძე, თამთა ჟღენტი, ლიკა იაშვილი, მარიამ გელაშვილი, მარიამ მუმლაური, თემურ სალუქვაძე - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
მეორე ადგილი - გუნდი „იუნითი“ (გიორგი ლაგურაშვილი, ირაკლი ტალიკაშვილი, ელენე მიხაილიდი, ილონა ფაჩულია, თათია ქურდაძე, ნინო მოდებაძე - სამართლის ფაკულტეტი)
მესამე ადგილი - გუნდი „ინტელექტუალი ჟურნალისტები“ (ანა სადრაძე, დავით დოლიძე, თეონა მიქაძ, ზურაბ ხვიჩია, ანანო რუხაია, მარიამ დაბრუნდაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად მრავალფუნქციური კომპლექსის „GINO PARADISE” ვაუჩერები გადაეცა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების წარმომადგენლებს კი - ბილეთები კინოთეატრ „კავეაში“.