კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია არბიტრაჟის საკითხებზე

26 აპრილი 2011

2011 წლის 15-17 აპრილს პოლონეთის რესპუბლიკამ, არბიტრაჟის საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, დანიის, შვეციის, შვეიცარიის, რუსეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილენი შეეხნენ თავიანთ ქვეყნებში მოქმედ არბიტრაჟის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს, განიხილეს თეორიასთან და პრაქტიკასთან  დაკავშირებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.

საერთაშორისო კონფერენცია პოლონეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ იყო ორგანიზებული.