დღეს, 2021 წლის 12 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით, კიდევ ერთი ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა.
ლექციის თემა იყო „პოზიტიური ფსიქოლოგია ადამიანის სამსახურში“.
საჯარო ლექციას უძღვებოდა ირმა ხურცია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი; საპატრიარქოს რადიო ,,ივერიის” ჟურნალისტი - ავტორი და წამყვანი გადაცემის „ფსიქოლოგია ყველასათვის“.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:
- ადამიანის სწრაფვა ბედნიერებისკენ;
- დასწავლილი უმწეობის მიზეზები;
- ოპტიმიზმი, როგორც ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საფუძველი;
- პოზიტიური თვითშეფასება და ეფექტიანი ფუნქციონირება.