2015 წლის 15 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
კოდექსის პროექტის პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი.
მინისტრის თქმით, არასრულწლოვანთა კოდექსი თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე თვრამეტ წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა.
ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.
ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტებსა და მექანიზმებს.
პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე იქნება შესაძლებელი.
ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბaვშვისათვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლეობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლეობა მხედველობაში მიიღება.
კოდექსის მთავარი მიზანია არასრულწლოვანთათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=5077