სტუდენტებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი თავი გაერთიანებულ საუნივერსიტეტო კონფერენციაზე.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
განცხადებები
ახალი ამბები
გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია „თბილისი მერიოტში“
2013 წლის 19 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სტუდენტთა გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტურ კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტები.
სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს მოხსენებები რამდენიმე მიმართულებით: ბიზნეს ადმინისტრაცია, სამართალმცოდნეობა, აგრარული მეცნიერება, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინჟინერია და ჟურნალისტიკა.
კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა თუ ერთობლივი „იმიტირებული სასამართლო პროცესების” ჩატარება და სხვა ღონისძიებები.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონფერენციაზე შემდეგი თემები წარმოადგინეს:
1. „საინვესტიციო რისკები და მათი მართვა“ – მარიამ კიკაბიძე (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
2. „სასკოლო ექსკურსიები, როგორც შიდა ტურიზმის განვითარების ერთ–ერთი მიმართულება“ – ანა ქარდავა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები თანამედროვე საქართველოში“ – დარეჯან გიორბელიძე (სამართლის ფაკულტეტი);
4. „ინტერნეტის ესთეტიზაცია“ – ნათია ხარაბაძე; რუსუდან ჭიღვარია; მარიამ გიორბელიძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის მიმართულება).
მათ ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი თავი გაერთიანებულ საუნივერსიტეტო კონფერენციაზე და, თავის თანატოლებთან ერთად, დამსწრეთა მოწონებაც დაიმსახურეს.
დასასრულს მონაწილეებს სამახსოვრო დიპლომები და კონფერენციისადმი მიძღვნილი სტუდენტური კრებული გადაეცათ.