კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

ჟურნალი „ცხოვრება და კანონი“ - 2011 წლის პირველი ნომერი გამოვიდა

22 აპრილი 2011

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პატრონაჟით ყოველკვარტალური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ცხოვრება და კანონი“ 2011 წლის პირველი ნომერი გამოვიდა. რომლის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი გივი ლობჟანიძე გახლავთ.

ჟურნალის მიზნებია: ხელი შეუწყოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენის სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და გააცნოს ქართველ საზოგადოებას ქვეყანაში და უცხოეთში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები. ჟურნალი დაეხმარება ახალგაზრდა იურისტებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მათ მიერ შესრულებული ნაშრომების გამოქვეყნების გზით, აწარმოოს ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპული და შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო სისტემების პრაქტიკული გადაწყვეტილებების განხილვა-ანალიზი. ამასთან ერთად, მიაწოდოს იურიდიულ-პრაქტიკული შინაარსის კონსულტაციები და რჩევები დაინტერესებულ პირებს. აგრეთვე გააცნოს მკითხველს პოლიტიკისა და სამართლის სფეროში გამოჩენილ მეცნიერთა ნააზრევი.

ჟურნალი მიმოიხილავს საერთაშორისო და სისხლის სამართალს, კრიმინოლოგიასა და კრიმინალისტიკას, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიასა და ისტორიას, სამოქალაქო სამართალსა და პროცესს.

2011 წლის პირველ ნომერში მკითხველი იხილავს  გივი ლობჟანიძის სტატიას  „საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულობის ევოლუცია“, უჩა ბლუაშვილისა და ავთანდილ ტუკვაძის „1944 წელს სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მოსახლეობის დეპორტაციის ზოგიერთი მოსაზრება საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში“, ნინო კასრაძის „ოჯახური ძალადობის საერთაშორისო სოციალურ-სამართლებრივ ასპექტებს“, მელანო მამაცაშვილის „ზოგიერთი მოსაზრება აღკვეთის ღონისძიების სახეების მიმართ“, გურამ კუტალაძისა და ლევან სუარაშვილის „ფედერალიზმი, როგორც საქართველოს სახემწიფოებრივი მომავალი“; ვანო ზარდიაშვილისა და გივი ლობჟანიძის „აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილი მმართველობის სისტემაში“, ვახტანგ სონღულაშვილის „დარბაზი, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში“, დავით ხობელიას „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მისი წარმოშობის ისტორიას“ და სხვა საინტერესო მასალებს. მათ შორის, ინტერვიუს სამართლის მეცნიერებათა დოქტორთან პროფესორ შენგელი ფიცხელაურთან.