წიგნი ჟურნალისტთა მომავალი თაობის პროფესიული განვითარებისთვის შესაფერისი ნიადაგის მომზადებას ემსახურება.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
განცხადებები
ახალი ამბები
სახელმძღვანელოს განხილვა
2014 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს "ჟურნალისტიკა" განხილვაზე წიგნის ავტორები, სახელმძღვანელოთი დაინტერესებული მკვლევარები, პედაგოგები და ის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც უკვე ამ წიგნის გამოყენებით ეუფლებიან ჟურნალისტიკის საფუძვლებს.
წიგნის განხილვა-პრეზენტაციას უძღვებოდა ქართულ-ფრანგული პროექტის იდეის ავტორი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ვეკუა.
წიგნის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორებმა - იაგო კაჭკაჭიშვილმა, რევაზ გაჩეჩილაძემ, ვასილ კაჭარავამ, ოთარ ჯანელიძემ, მარინე ხარატიშვილმა, რევაზ კლდიაშვილმა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლის დეკანმა ბიძინა ბარათაშვილმა, ჟურნალისტებმა მანანა კარტოზიამ და პაატა ნაცვლიშვილმა.
მათი შეფასებით, ავტორთა კოლექტივის მრავალწლიანი შრომის შედეგად შეიქმნა წიგნი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. წიგნი დაწერილი აკადემიური და, ამავე დროს, სადა სტილით.მიუხედავად იმისა, რომ წიგნს ცამეტი ავტორი ჰყავს, იგი ერთ მთლიანობად კრავს ჟურნალისტიკის საფუძვლებს - გენეზისიდან მოყოლებული თანამედროვე მედიის ეკონომიკურ მოდელებამდე და არსად იგრძნობაავტორთა სუბიექტური მიდგომა.
ივ. ჯახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა წიგნის ოთხ ძირითად ღირსებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, "პირველი - ეს არის სახელმძღვანელო, სადაც ერთადაა შეჯერებული და ერთმანეთთან ორგანულადაა შერწყმული თეორია და პრაქტიკა; მეორე - წიგნი არ არის განყენებული ქართული რეალობიდან; მესამე - "ჟურნალისტიკა" შექმნილია მედიის თანამედროვე, პოსტმოდერნისტული პარადიგმების გათვალისწინებით და მეოთხე ღირსება - წიგნის კულტურული სტილი და ენაა, ენობრივი შეცდომების მინიმალური ალბათობით".
სახელმძღვანელო ჟურნალისტთა მომავალი თაობის განვითარებისათვის შესაფერისი ნიადაგის მომზადებას ემსახურება.