დღეს, 18 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა და პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე ვეკუამ პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში სახელწოდებით ,,კონსტრუქციული ახალი ამბები“.
კონფერენციას უძღვებოდა ულრიკ ჰააგერუპი - დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის ,,კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი.
კონფერენცია მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომების გაცნობას, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე კარგა ხანია იყენებს პრაქტიკაში.
მსგავსი ხასიათის კონფერენციებში მონაწილეობა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთათვის მომავალი პროფესიის უკეთ დაუფლების შესანიშნავი საშუალებაა.