2015 წლის 30 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროკავშირის “University collaboration network at the Black Sea – UNIVER-SEA.NET” პროექტში მონაწილე სტუდენტთათვის სერტიფიკატების გადაცემისა და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი თორნიკე პაიჭაძე იმ სტუდენტთა რიცხვში მოხვდა, რომელებსაც მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით თურქეთში, კარაბუკისა და იადინის უნივერსიტეტებში მოუწევთ პროექტით გათვალისწინებული სხვა მოდულების გავლა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა ხალხთა შორის ურთიერთობებისა და შავი ზღვის რეგიონის ხალხთა კულტურებს შორის ურთიერთობების შესწავლას დაუთმეს.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ქალაქები სტამბული, კარაბუკი, ამასრა, მათი ღირსშესანიშნაობანი, ისტორიული ადგილები, გაეცვნენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, ხელოვნებასა და თურქულ სამზარეულოს.
სტამბოლში ყოფნის დროს ქართველმა სტუდენტებმა რუმინელ, მოლდოველ და თურქ სტუდენტებს გააცვნეს საქართველოს ისტორია, ქართული კულტურა, ტრადიციები და ეროვნული ცეკვები.