დღეს, 19 ივნისს, ბიზნესით დაინტერესებულ უფროსკლასელებს საკუთარი გამოცდილება ჩვენმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა დემეტრე აბულაძემ გაუზიარა.
დემეტრე კომპანია ,,Smarter“-ის ბიზნეს ჯგუფის დირექტორი, მარკეტინგის საერთაშორისო სკოლის მენტორი, ჩვენი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
აქტივობა მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. გვიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენივე კურსდამთავრებულები დღეს უკვე მომავალ სტუდენტებს უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.