გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიკო თევდორაძე და ბინზესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავარო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ მუშკუდიანი Scopus-ის ბაზაში ინდექსირებული ლონდონის მეცნიერებისა და ბიზნესის აკადემიის ციფრული სამეცნიერო ჟურნალის - ,,ვირტუალური ეკონომიკა”(Virtual Economics) სარედაქციო კოლეგიის წევრები გახდნენ.
ვულოცავთ კოლეგებს ესოდენ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო აღიარებას და ვუსურვებთ წარმატებებს.