2016 წლის 30 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა.
კონფერენცია სექციების მიხედვით მუშაობდა: იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინის, სოციალური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექციები.
სულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ოთხმოცდარვა სტუდენტმა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები კონფერენციაზე საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს და თავიც გამოიჩინეს:
ნომინაცია „საუკეთესო პრეზენტაცია“
- ნინო ჭანტურია (სექცია: ეკონომიკა და ბიზნესი);
- მალხაზ ჯანიაშვილი (სექცია: სამართალი).
ნომინაცია: „ჟიურის სიმპათია“
- ნუცა ჩხეიძე (სექცია: ეკონომიკა და ბიზნესი);
- აიდა ნასიბკიზი (სექცია: სამართალი).
ნომინაცია: „ჟიურის განსაკუთრებული მადლობა“
- მარიამ წვერიანაშვილი (სექცია: ეკონომიკა და ბიზნესი);
- ნინო ესიავა (სექვია: ეკონომიკა და ბიზნესი).
სტუდენტურ კონფერენციაზე სამართლის სექციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა ლინდა ჩხიტუნიძემ და თათია ნაჭყებიამ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.gruni.edu.ge/main/news/1464775830