2016 წლის 11 ნოემბერს კლუბ „რეპორტიორის“ ინიციატივით გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „საქმიანი დილის“ ავტორსა და წამყვან გიორგი ისაკაძეს მასპინძლობდნენ.
შეხვედრა, ტრადიციისამებრ, სტუმრის ბიოგრაფიითა და მისი საქმიანი იმიჯის გაცნობით დაიწყო.
ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტების საინტერესო შეკითხვები გიორგი ისაკაძის გულწრფელი და კონკრეტული პასუხებით გაგრძელდა.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.