2023 წლის 8 აგვისტოს შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ“-სა და ა(ა)იპ „სტუდენტურ უქმეებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგების, ლექციების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განახლებისა და განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. ასევე ერთობლივი კვლევებისა და სპეციალისტთა გაცვლის პროცესს და აკადემიური/მოწვეული პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივ განვითარებას.
GIU-ს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სოციალურ და საგანმანათლებლო სტუდენტურ პროექტებში.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მასშტაბურ სტუდენტურ ღონისძიებას ,,EDUCATIONAL PARTY”.