2015 წლის 27 იანვარს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტი მოიპოვა.
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდში პროექტი წარადგინა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პროფესორმა ლალი ჩაგელიშვილმა.
პროექტი ითვალისწინებს ხუთკრედიტიანი კურსის შემქნას ევროინტეგრაციის მიმართულებით.
პროექტის სახელწოდებაა ,,ევროპული ინტეგრაცია ცენტრალურ ევროპაში: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება’’.
პროექტის განხორციელების პერიოდია: 2015-2016; 2016-1017; 2017-1018 სასწავლო წლები.
პროექტის ფარგლებში ევროკავშირიდან მოწვეული ორი ლექტორი უნივერსიტეტში ხუთ საჯარო ლექციას წაიკითხავს.
პროექტი ხელს შეუწყობს ევროპასთან დაახლოებისა და ევროკავშირის წამომადგენელი ქვეყნების ფასეულობათა გაზიარებას, დანერგვასა და გატარებას რეალურ ცხოვრებაში.