დღეს, 17 ივნისს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა, კალათბურთის ფედერაციის სტუდენტური ლიგის ტურნირის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან.
მატჩის დამთავრებამდე 40 წამით ადრე 3 ქულით ვმარცხდებოდით, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს და 65 : 63 დაამარცხეს მეტოქე.
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ შეხვედრებში.