მიმდინარე წლის 1 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა გივი ლობჟანიძემ და სერგო ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში, ქალაქ კიევში გამართულ IX საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „იურისპრუდენცია თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში“.
კონფერენციის მონაწილეებს ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
აღნიშნული კონფერენცია იმართება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტების დაახლოებას.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ მეცნიერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე უკრაინის რადას დეპუტატები, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
გაიმართა სამუშაო შეხვედრები ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, სადაც განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივები, ასევე სხვა საინტერესო საკითხები.