2023 წლის 23-25 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ედიშერ ფუტაკარაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. Ბათუმში გამართულ ბსუ-სა და საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომის სახელწოდება: ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგიერთი აქტუალური საკითხი”.
აღნიშნულ ნაშრომში გადმოცემულია სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკაზე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გავლენა. ასევე სათანადო ყურადღება ეთმობა მეცნიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ურთირთდამოკიდებულების საკითხებს.