2024 წლის 28 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-სა და ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით ,,ინკლუზიური განათლების პარადიგმები”
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელიც დასაქმებულია ინკლუზიური განათლების მიმართულებით ან მუშაობს სამეცნიერო კვლევით საკითხებზე ამ სფეროში და სურვილი აქვს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ფართო საზოგადოებას.
ინკლუზიური განათლება უმრავლესობისთვის ასოცირდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრულფასოვან ჩართულობასთან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
რეალურად კი ინკლუზია უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს არა მხოლოდ გარკვეული დიაგნოზის თუ განვითარების მქონე პირების ჩართვას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, არამედ ეს შესაძლებელია ეხებოდეს კულტურულ განსხვავებულობას და სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმოშობის, შეხედულებების და ფასეულობების მქონე თანატოლების გათვალისწინებას ყოველდღიურ აქტივობებში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის სპეციალისტები, მასწავლებლები რეგიონებიდან, უნვერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლები და სტუდენტები.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები. დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და ის გამოწვევები რაც ამ სფეროში არსებობს.
დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.